top of page

წინასიტყვაობა

გვსურს გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება და პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც თანამშრომლობდა სვანეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნის პროცესში. აღნიშნული გეგმის შემუშავება შეუძლებელი იქნებოდა დაგეგმარების პროცესში ინფორმაციული მხარდაჭერის, სხვადასხვა ექსპერტის ინტელექტუალური წვლილის შეტანისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით:

განსაკუთრებული მადლობა:

მესტიის მერსა და საკრებულოს წევრებს;

ლენტეხის მერსა და საკრებულოს წევრებს;

DMO სვანეთსა და მის სამეთვალყურეო საბჭოს;

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას;

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას;

მთის ტრასების სააგენტოს;

კურორტების განვითარების სააგენტოს;

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

 

განსაკუთრებული მადლობა პროექტ GRETA-ს გუნდს მუდმივი და ნაყოფიერი თანამშრომლოვისთვის. ასევე სხვადასხვა სამინისტროთა დეპარტამენტებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ენერგეტიკის, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენებისა და სახელმწიფო გზებისა და ტრანსპორტის საკითხებზე.

პროექტის შესახებ

სვანეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

დამკვეთი:

ავსტრიის განვითარების სააგენტოს,

პროექტს GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა

GRETA LOGO_4x.png

განმახორციელებელი კონსორციუმი:

კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფი

ვანო ვაშაყმაძე, 

დირექტორი/თანადამფუძნებელი

Tel: +995 599578449

v.vashakmadze@ccc.ge

.

პარტნიორი:

სოლიმარ ინტერნეიშენალ

ვაშინგტონი, აშშ

P: 202-518-6192
კრის სიკი, აღმასრულებელი დირექტორი

c.seek@solimarinternational.com

.

Musician
Vano Vashakmadze.jpg

ვანო ვაშაყმაძე

ტურიზმის სტრატეგიული დაგეგმვა, გუნდის ლიდერი

ვანო ვაშაყმაძეს აქვს 35 წელზე მეტი გამოცდილება ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურული მემკვიდრეობის მართვის და მუნიცაპალური სერვისების განვითარების სფეროში. იგი მუშაობდა არაერთი საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან (World Bank, KfW, GiZ, EBRD, USAID), რასაც თან ერთვის სახელმწიფო უწყებებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ძეგლთა დაცვის ეროვნულიი სააგენტო). ვანო არის საქართველოს მთის გიდების ასოციაციის და ევროპის სამთო ფორუმის თანადამფუძნებელი.

დათო.png

დავით რაქვიაშვილი

სათავგადასავლო ტურიზმი, სტანდარტები და პროფესიული განათლება

დავით რაქვიაშვილს აქვს სამთო ტურიზმის განვითარების 30-წლიანი გამოცდილება. ის არის საქართველოს მთის გიდების ასოციაციისა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის თანადამფუძნებელი. დავითი ხელმძღვანელობდა საქართველოს გიდების ასოციაციის საერთაშორისო ასოციაციაში (IFMGA) გაწევრიანების წარმატებულ პროცესს. ასევე მონაწილეობას იღებს საქართველოს უნარების განვითარების სააგენტოს საქმიანობაში. მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით განხორციელებლდა სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში არა ერთი საერთაშორისო პროგრამა პროფესიული სტანდარტების, ხარისხის ნიშნისა და სწავლების მიმართულებით.

Screen Shot 2023-01-09 at 3.15.58 PM.png
სილიცია ჯონსტონი

ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვა

სილიცია ჯონსტონი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Solimar International პროექტის მენეჯერია აშშ-ში. მაქს აქვს მაგისტრის ხარისხი ტურიზმის ადინისტრაციაში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან და არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი (PMP). ბოლო 10 წლის განმავლობაში სილიცია აქტიურად ეხმარება ორგანიზაციებს საქმიანობის ეფექტურად და კრეატიულად წარმართვაში, თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან, ტურ ოპერატორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

Musician
Ia.png

ია თაბაგარი

ტურიზმის ინდუსტრიის მრჩეველი, პროდუქტების განვითარება

ია თაბაგარს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ტურიზმის სფეროში მოღვაწეობის. მას მიღებული აქვთ განათლება ანთროპოლოგიაში, რამაც უბიძგა მას ემუშავა უნიკალურ ეთნოგრაფიულ რეგიონებზე და წვლილი შეეტანა კავკასიის სხვადასხვა წერტილში ტურისტული პროდუქტების შექმნაში. ია წლების განმავლობაში მუშაობდა ტურიზმის განვითარებაზე ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორიცაა USAID, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, დაცული ტერიტორიები და ა.შ.

Irakli.png

ირაკლი უგულავა

GIS და ბილიკების დაგეგმარება

ირაკლი უგულავა, არის გეოგრაფი და გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტი. ამასთან ერთად მთამსვლელი და გიდი. 20 წელიწადზე მეტია მუშაობს GIS სისტემებზე და მათ სხვადასხვა დანიშნულებით მათ გამოყენებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ურბანული განვითარების, ტურიზისტული ბილიკების დაგეგმვის, სატრანსპორტო სისტემების მართვის, მეტყევეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. ირაკლი არის კომპანია "ჯეოლენდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და მუშაობს, რომ შექმნას ტექნოლოგიური ციკლი GIS მონაცემთა წარმოებისთვის ღია წყაროების გამოყენებით.

George.png
გია შიხაშვილი

ინფრასტრუქტურა და არქიტექტორი

გია შიხაშვილი 30 წელზე მეტია ახორციელებს არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილობრივ მენეჯმენტს. ის არის შპს კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. როგორც არქიტექტორი და პროექტის მენეჯერი, გია წარმოადგენს საკონსულტაციო ჯგუფს და როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერი თანამშრომლობს მსოფლიო ბანკი, KfW-ის, აზიისგანვიტარების ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების  დაფინანსებულ პროგრამებში.

Musician
Chris.png
კრის სიკი

სტრატეგიის განვითარების ექსპერტი, აღმასრულებელი დირექტორი Solimar

კრის სიკი არის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Solimar International დამფუძნებელი და პრეზიდენტი. კრისი არის მაღალკვალიფიციური დანიშნულების ადგილის მარკეტინგისა და მდგრადი ტურიზმის სპეციალისტი, რომელსაც შემუშავებული და განხორციელებული აქვს ათობით სტრატეგიული დოკუმენტი და ტურისტული კამპანია. კრისი მრავალი წელია აქტიურადააა ჩართული საქართველოს ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეროვნულ და რეგიონალურ პროექტში.

Nanuka.png

ნანუკა მიქელაძე

მკვლევარი და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის სპეციალისტი

ნანუკა მიქელაძეს რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს პროექტის მენეჯმენტში, პროექტის წერასა და ფონდების მოძიებაში. 2021 წლიდან ნანუკა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამაში მუშაობს, როგორც უფროსი პროექტის სპეციალისტი და განხორციელებული აქვს ათობით ტურისტული პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ის იყო Freeride World Tour-ის შეჯიბრების ერთ-ერთი ორგანიზატორი და უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს მესტიის მუნიციპალიტეტთან და სვანეთის DMO-სთან.

Guram.png

გურამ ვაშაყმაძე

ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვა,

მრჩეველი

გურამი აქტიურადაა ჩართული საქართველოს სამთო არეალების ტურიზმის განვითარებაში. იგი იყო ბაკურიანი 2023, FIS ფრისკის, ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის და ფრირაიდის მსოფლიო ტურის საქართველოში ჩატარებული საკვალიფიკაციო ეტაპების საორგანიზაციო კომიტეტების წევრი, რომელსაც ღონისძიებების ტექნიკური განხორციელება ევალებოდა. მას არაერთხელ ოფიციალურად გამოუცხადა მადლობა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ გაწეული შრომისთვის. გურამმა, როგორც ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), კონსულტანტმა მნიშნველოვანი კონტრიბუცია გასწია, სვანეთის ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის  (DMO) ორგანიზაციული განვითარებაში. გურამი იმ მცირე ადგილობრივ ექსპერტების გუნდს მიეკუთნვება, რომელსაც დანიშნულების ადგილი მართვის ორგანიზაციების (DMO) ფუნქციონირებისა და სტრუქტურების შესახებ სიღრმისეული ცოდნა აქვს საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით.

bottom of page