

ტურიზმის სფეროში პროფესიული განვითარება და სწავლება
3.0 ტურიზმის სფეროში პროფესიული განვითარება და სწავლება
პროფესიული და კვალიფიციური კადრების არსებობა გადამწყვეტ როლს ასრულებს სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის წარმატებასა და მდგრადობაში. სტრატეგიული ამოცანა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული სტანდარტების დანერგვას, პრაქტიკულ სწავლებას და სვანეთში „უსაფრთხო და ხარისხიანი“ მოგზაურობის პრაქტიკის დანერგვას. სტრატეგიული მიზანი გულისხმობს დაინტერესებული მხარეების, ადგილობრივი თემებისა და სერვისის მომწოდებლებისთვის ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამებთან წვდომას მათი უნარების, ცოდნისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
მთის ტურიზმზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ გიდები და ინდუსტრიის სხვა პროფესიონალები ფლობდენ საჭირო უნარებს, ცოდნასა და გამოცდილებას, რაც განაპირობებს უსაფრთხო, სასიამოვნო და ინფორმატიულ მოგზაურობას. სამუშაო ძალის განვითარებისა და ტრენინგის ხელშეწყობის მიზნით, სვანეთს შეუძლია ითანამშრომლოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ინდუსტრიის ასოციაციებთან და გამოცდილ პროფესიონალებთან. მათ შეუძლიათ შექმნან სასწავლო პროგრამები, სემინარები და სწავლების შესაძლებლობები, რომლებიც მოიცავს უნარების ფართო სპექტრს, მათ შორის უსაფრთხოებისა და რისკის მენეჯმენტს, სერვისის გაუმჯობესებას, კულტურულ ინფორმირებულობას, გარემოს დაცვასა და კონკრეტულ აქტივობებთან დაკავშირებულ ტექნიკურ გამოცდილებას. უნდა წახალისდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამები, რათა გიდები და პროფესიონალები ინფორმირებულები იყვნენ ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. მესტიაში „სათავგადასავლო გიდების სკოლის“ დასავლეთ საქართველოს ფილიალის შექმნა უზრუნველყოფს სასწავლო პრაქტიკის სისტემურ და უწყვეტ განვითარებას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას სამუშაო პრაქტიკაში.

3.1 სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ფილიალის გახსნა მესტიაში – „ვესტ ფოინთი“

სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა (ATS) და მისი წინამორბედები (საქართველოს გიდების სამსახური, საქართველოს სახელმწიფო სამთო გიდების სკოლა და საქართველოს სამთო გიდების ასოციაცია) 1990-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს პროფესიული საგანმანათლებლო პლატფორმების შემუშავებაზე. ძირითადი პრინციპია - ადგილობრივი ახალგაზრდობის აღზრდა და მათთვის საშუალების მიცემა გახდნ სატავგადასავლო ტურიზმი ლიდერები. სასწავლო პროცესის ფორმალიზებასთან ერთად სათავგადასავლო ტურიზმის სკოლამ დაარსებიდან (2016 წ.) საგრძნობლად გაზარდა სასწავლო პროგრამებისა და კურსდამთავრებულთა რაოდენობა.
სვანეთში გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ATS ფილიალის შექმნა სტრატეგიულ როლს შეასრულებს, პროგრამის სახელია „WEST POINT“ და მხარდაჭერილია USAID მიერ). ძირითადი დაინტერესებული მხარეებია, განათლების სამინისტრო, უნარების სააგენტო, სამთო ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და კურორტების განვითარების სააგენტო. IFMGA-ს წევრობა (2022 წ. დეკემბერი) ადასტურებს სამთო გიდების ასოციაციისა დ სკოლის წარმატებულ ისტორიას. დამფუძნებელი პარტნიორები აღიარებენ სვანეთში საქართველოს სამთო გიდების ასოციაციისა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის საქმიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც ადასტურებს კვალიფიციური სათავგადასავლო მეგზურების, სათხილამურო ინსტრუქტორების, მაშველების, საბაგიროს თანამშრომლების და ზვავსაშიშროების მომსახურე პერსონალის გადაუდებელ საჭიროებას.
სათავგადასავლო ტურიზმის პროგრამების შემოტანით სვანეთში, დასავლეთ საქართველოში, ATS West Point მნიშვნელოვნად გაზრდის ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს თანაბარი პროფესიული განათლების შესაძლებლობებს უფრო მეტი სტუდენტისთვის, მათ შორის ქვემო და ზემო სვანეთის სოფლების, ასევე ლეჩხუმის, ცაგერის და სამეგრელოს სოფლების მაცხოვრებლებისთვის. ეს გაფართოვება განსაკუთრებულ სარგებელს მოუტანს გოგონებს სოფლად, სადაც განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობები ამჟამად შეზღუდულია. ამ სფეროებში ზრდისა და განვითარების პოტენციალი უზარმაზარია და ATS West Point გადამწყვეტ როლს ითამაშებს ამ შესაძლებლობების გახსნაში და უფრო ხელსაყრელი საგანმანათლებლო და დასაქმების გარემოს ხელშეწყობაში.
3.2 მომავლის გიდების საზაფხულო სასწავლო პროგრამა - ტურიზმის ლიდერების პროგრამა
პროგრამა ფოკუსირებული იქნება სათავგადასავლო ტურიზმის არსებითი უნარების უზრუნველყოფაზე, მათ შორისაა: რისკის მართვა, უსაფრთხოება, კომუნიკაცია, ორიენტაციაა და სხვა. მონაწილეები ასევე განივითარებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა ლიდერობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობა და მიიღებენ ტექნიკურ გამოცდილებას სათავგადასავლო ტურიზმის სხვადასხვა დისციპლინებში, როგორიცაა კლდეზე ცოცვა, ლაშქრობა, კანიონინგი, ველოსიპედები და სხვა.
მომავალი გიდების საზაფხულო სკოლები შეეცდებიან კერძო კომპანიებთან და საჯარო ორგანიზაციებთან პარტნიორობას, რომლებსაც სურთ და შეძლებენ ამ პლატფორმის მხარდაჭერას. სვანეთში სათავგადასავლო უნარების საბაზო განვითარებაში ინვესტირებით შეიქმნება წინაპირობები შემდგომში სწორი პროფესიული ორიენტაციისათვის, შემცირდება გრძელვადიანი ტრენინგის ხარჯები და მიიღწევა სერტიფიცირებული პროფესიონალების რაოდენობის, ხარისხისა და მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი ზრდა უფრო მოკლე ვადებში. პროგრამა მიზნად ისახავს სვანეთის ახალგაზრდების აღჭურვას საჭირო უნარებითა და ცოდნით სათავგადასავლო ტურიზმის სექტორში წარმატებისთვის, რითაც უზრუნველყოფილი იქნება რეგიონის, როგორც მთავარი დანიშნულების ადგილის გრძელვადიანი წარმატება. ნავარაუდევია, რომ სკოლაში ყოველწლიურად 100-მდე პირველკურსელი ჩაირიცხება, მათგან სავარაუდოდ მინიმუმ 50% გააგრძელებს პროფესიულ განათლებას სათავგადასავლო ტურიზმში.
3.3 საერთაშორისო აკრედიტაციის მქო ნე ტრენერების მომზადების პროგრამა
სვანეთის სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრიაში სათავგადასავლო გიდებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ATS დარგის ექსპერტების მწვავე საჭიროებაა. ამ წინააღმდეგობის გადასალახად, ATS West Point, სამეთვალყურეო კომიტეტთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავს ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობის დამყარებას, როგორიცაა IFMGA და UIMLA. ეს ალიანსები ხელს შეუწყობს უცხოელ ექსპერტ პროფესიონალთა ჩართულობას, რომლებიც მონაწილეობას მიიიღებენ სათავგადასავლო ტურიზმის ტრენერების მომზადება-სერტიფიცირებაში.
საჭირო დაფინანსების უზრუნველყოფა არის გადამწყვეტი ნაბიჯი, რაც ხელს შეუწყობს საერთო სათავგადასავლო ტურიზმის განათლების დონის საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისაობაში მოყვანას. კვალიფიციური ტრენერებისა და ექსპერტების გუნდის შექმნაში ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია სათავგადასავლო ტურიზმის ხარისხიანი განათლების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ინდუსტრიის მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად.
სათავგადასავლო ტურიზმის სტუდენტების მომზადებისას ტრენერთა რაოდენობა დამოკიდებულია სასწავლო კურსის კონკრეტულ მოთხოვნებზე. სასწავლო პროგრამების გაფართოება და სტუდენტთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით უახლოეს 5 წელიწადში საჭირო იქნბეა 15-მდე კვალიფიციური (საერთაშორისო კატეგორიის) ტრენერის მომზადება.
3.4 სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ფინანსუ რი მდგრადობის უზრუნველყოფა
ფორმალური პროფესიული განათლება საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებას ემყარება, რომელიც სამთავრობო უწყებების, საჯარო-კერძო პარტნიორობისა და მიზნობრივი პროგრამების მეშვეობით გამოიყოფა. განსაკუთრებული როლი ამ პროცესში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა პროფესიული უნარების სააგენტოს ენიჭება.
ვაუჩერული სისტემა, რომელსაც ადმინისტრირებას განათლების სამინისტრო უწევს, გამოირჩევა, როგორც სადიპლომო კურსების დაფინანსების მნიშვნელოვანი მექანიზმი. ის ფიზიკურ პირებს აძლევს ვაუჩერებს, რომლებიც სრულად ფარავენ კონკრეტული სადიპლომო პროგრამების ღირებულებას. გარდა ამისა, პროფესიული უნარების სააგენტო სთავაზობს დაფინანსებას ტრენინგებისა და გადამზადების პროგრამებისთვის, რომლებიც ემსახურება მათ, ვინც ცდილობს გაიუმჯობესოს უნარები ან ახალ კარიერაში გადაინაცვლოს. როგორც დარგობრივ კერძო საწარმოებს, ასევე პროფესიული სწავლების პროვაიდერებს (კოლეჯებს) შეუძლიათ შეიმუშაონ ბაზრის მოთხოვნადი ტრენინგ პროგრამები, ავტორიზაცია გაუწიონ მათ NCEQE-ში და მიიღონ თანადაფინანსება პროფესიული უნარების სააგენტოსგან.
უნარების ინდუსტრია საქართველოში დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი და დაფინანსებული პროგრამების ფართო სპექტრით სარგებლობს, როგორიცაა USAID, BMZ, KFW, GIZ, ADA, GRETA, ასევე აშშ-ს საელჩოს და სხვა დიპლომატიური მისიების მიზნობრივი ფინანსური მხარდაჭერა. ეს ინიციატივები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა პროფესიული განათლების ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობა უნარების ინდუსტრიაში და მოწყვლადი თემების წარმომადგენლობა.
მიუხედავად კერძო სექტორის გარკვეული ჩართულობისა ევროპის სასწავლო ფონდის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ის ამჟამად საქართველოში პროფესიული სწავლების დაფინანსების მხოლოდ 10%-ს შეადგენს. ეს მიუთითებს კერძო სექტორის გაზრდილი მონაწილეობის მნიშვნელოვან პოტენციალზე პროფესიული განათლების დაფინანსებასა და მხარდაჭერაში, რაც წარმოადგენს შემდგომი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს საქართველოს ფორმალური პროფესიული განათლების სივრცეში.
3.5 პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერ ა გიდების ოფისებისა და გიდების პორტალის მეშვეობით
რეგიონში სამთო მეგზურის პროფესიების გასაძლიერებლად სასურველია „გიდების ოფისების“ ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც ყოვლისმომცველ სათავგადასავლო მეგზურობას და სამოგზაურო ოპერაციულ მომსახურებას შესთავაზებს სტუმარს. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს სერტიფიცირებული გიდების წახალისებას, შექმნან რეგიონალური გიდების ოფისები, რაც მათ საშუალებას მისცემს დანერგონ კონკურენტული სერვისები, რომლებიც საერთაშორისო სერტიფიცირებული სათავგადასავლო გიდების მიერ იქნება უზრუნველყოფილი. ეს ოფისები იქნება სასიცოცხლო რესურსი ვიზიტორებისთვის, რომელიც მათ ბილიკისა და მთის მარშრუტის პირობების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას მიაწვდის.
ადგილობრივ დანიშნულების მართვის ორგანიზაციასთან (DMO) თანამშრომლობა გადამწყვეტია რეგიონის პოპულარიზაციისთვის. გიდების ოფისებს შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სათავგადასავლო ტურიზმის ღონისძიებებში, რაც რეგიონის პოპულარიზაციაში წვლილს შეიტანს. მათი გამოცდილებისა და ადგილობრივი ცოდნის გამოყენებით გიდების ოფისები სამაშველო სამსახურებთან, ასევე ქოხებისა და ბილიკის მენეჯერებთან აქტივობების მხარდაჭერასა და კოორდინაციაში გადამწყვეტ როლს ითამაშებენ.
3.6 უსაფრთხოება და რისკების მართვა სამთო მოგზაურობის დროს
სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში მთავარია სამთო ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რისკების მონიტორინგი და მათთან ადაპტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებებით პროვოცირებული ბუნებრივი რისკების გათვალისწინებით. უსაფრთხოებისა და რისკის მართვის ყოვლისმომცველი მიდგომა აუცილებელია ყველა დონეზე, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, ინსტიტუციურ, კორპორატიულ და საველე ასპექტებს. სვანეთის, როგორც სათავგადასავლო ტურისტული დანიშნულების ადგილის გათვალისწინებით, უსაფრთხოებისა და რისკის მართვის მექანიზმების ჩამოყალიბება ეროვნული დონის სტრატეგიული ამოცანაა. ამ მიზნის მისაღწევად შემდეგი ნაბიჯების გადადგმაა რეკომენდირებული:
1. ATS West Point-მა, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, უნდა შეიმუშაოს მოკლე არაფორმალური სასწავლო კურსი, რომელიც ფოკუსირებული იქნება უსაფრთხოებისა და რისკის მენეჯმენტზე. ეს კურსი უნდა იყოს მორგებული ტურ-ოპერატორებზე, სასტუმროებზე, მოქმედ გიდებსა და ტურისტული ინფრასტრუქტურის სხვა დაინტერესებულ მხარეებზე. ამ პროფესიონალების ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაღრმავებით შეიძლება შეიქმნას უფრო უსაფრთხო გარემო.
2. დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ DMO “შან ლენდმა” უნდა დაიწყოს ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც მიზნად დაისახავს დაინტერესებულ მხარეთა კრიტიკული მასის ჩართვას უსაფრთხოების ზომების განხორციელებაში.
3. სათავგადასავლო ტურიზმის „ფორუმის“ დასაარსებლად აუცილებელია მერიის, ATS West Point-ს, DMO შან ლენდის, გიდის ოფისის, GNTA-ს, M.T.A-სა და Skills Agency-ს ერთობლივი ძალისხმევა. ეს პლატფორმა იმუშავებს, როგორც სათავგადასავლო ტურიზმთან დაკავშირებული უსაფრთხოების აქტუალური თემების განხილვის ადგილი. ფორუმი ხელს შეუწყობს დისკუსიებს პოლიტიკის, სამართლებრივი ჩარჩოების, რეგულაციების, უნარების უზრუნველყოფის, უსაფრთხოებისა და სამაშველო ინფრასტრუქტურის და სხვა საკითხებზე. „ფორუმის“ ფორმატი საშუალებას უნდა იძლეოდეს, ერთის მხრივ გაფართოვდეს DMO-ს წევრების ქსელი და მეორეს მხრივ ჩამოყალიბდეს ორგანიზაციული თანამშრომლობის ფორმატი DMO-სა და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა აქტორებს შორის.
ამ ღონისძიებების განხორციელებით სვანეთს შეუძლია გააძლიეროს უსაფრთხოებისა და რისკების მართვის სისტემები და უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სათავგადასავლო ტურიზმის საქმიანობისთვის.
3.7 პროფესიული უნარჩვევების გაუმჯობესება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში - სასტუმრო, კვება, ტრანსპორტი
სტუმარმასპინძლობის ადგილობრივ პროვაიდერებს, მათ შორის სასტუმროს, ტრანსპორტისა და კვების ბიზნესის მფლობელებს, ხშირად შეზღუდული რაოდენობით ჰყავთ პერსონალი, რომელიც ძირითადად ოჯახის წევრებისგან შედგება. მათი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და უნარების დივერსიფიკაციისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი უნარების განვითარებას. უნარების სააგენტოსთან, GNTA-სთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ადგილობრივმა პროფესიული სწავლების კოლეჯმა „თეთნულდი“ უნდა შეაფასოს ადგილობრივი უნარ-ჩვევების საჭიროებები და დასკვნების საფუძველზე უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს მორგებული სასწავლო და გადამზადების პროგრამები.
სასწავლო მოდულების შემუშავებისას განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს ავთენტურობის დაცვაზე. ეს უზრუნველყოფს, რომ მიწოდებული ტურისტული პროდუქტები მაღალ ღირებულებას შეინარჩუნებს და რეგიონის უნიკალურ მახასიათებლებს ასახავს.
ტურიზმის ინდუსტრიაში ადგილობრივი მძღოლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მათი მომსახურების ხარისხი სატრანსპორტო უსაფრთხოებასთან ერთად (რაც უმნიშვნელოვანესია) ასევე უნდა გულისხმობდეს ურთიერთობისა და ინტერპრეტაციის ელემენტარულ უნარჩვევებს. ენის კურსებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ მათი შესაძლებლობები და ზოგიერთ მძღოლს საშუალება მისცენ გააფართოვონ მომსახურების ფარგლები. პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი შესაძლოა გაიცეს რეგისტრირებული სასწავლებლის ან ორგანიზაციის მიერ, რაც თავდაპირველად შესაძლოა იყოს ნებაყოფლობით პრინციპზე დაფუძნებული, თუმცა სტრატეგიულად მომგებიანია თუ ასეთი სერტიფიკატი სავალდებულო გახდება, როგორც პერსონალის მიერ მომსახურების ხასიხსისა და პასუხისმგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სათავგადასავლო ტურიზმის გიდის პროფესიული აღიარების პრაქტიკა შესაძლოა გავრცელდეს სხვა „ტურისტულ“ პროფესიებზე. მსგავსი პრაქტიკა უპირველეს ყოვლისა უნდა შეეხოს ვიზიტორის მომსახურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას (ტრანსპორტი, განთავსება, კვება).
3.8. სამთო ბილიკების მოვლა-პატრონობა დ ა ოპერირება
MTA (მთის ტრასების სააგენტო) და ATS West Point-თან თანამშრომლობით მიზნად უნდა ისახავდეს სათხილამურო კურორტის პერსონალის სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბებას, მასწავლებელ/ტრენერთან კურსების შექმნას, რომელიც ფოკუსირებული იქნება საბაგირო გზებისა და სათხილამურო ტრასების პერსონალის მომზადებაზე, დაწყებული საბაგიროს პერსონალითა და დამთავრებულო სატკეპნი ტექნიკის მძღოლების პროფესიული საკვალიფიკაციო კურსებით.
ყურადღება უნდა მიექცეს იმ პერსონალისა და მმართველი/მენეჯერების მომზადებას და გადამზადებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ღამის გასათევ ქოხებსა და სამთო სახლებზე. ამ ობიექტების გარეშე ტურისტული პროდუქტი ვერ შეიქმნება. ეს ობიექტები გეოგრაფიულად ერთმანეთისგან გონივრულ დისტანციებზე უნდა იყოს განლაგებული (4-5 საფეხმავლო საათის მანძილზე; მთიან რელიეფზე 10-12 კმ, მაქსიმუმ 600-700 ვერტიკალური მეტრი). ამ ობიექტების შექმნის, განვითარებისა და მოვლა-პატრონობისათვის უცილებელია შესაბამისი პერსონალის მომზადება. შესაბამისად ამ ეტაპზე პრიორიტეტულია ტრენერების მომზადების კურსების დანერგვა, ხოლო შემდეგ მომზადებული ტრენერების დახმარებით სასწავლო პრაქტიკაზე დაფუძნებული ქსელის გაფართოება.
ასევე უნდა შემუშავდეს სასერტიფიკატო კურსი ბილიკების მარკირებისა და მოვლა-პატრონობისთვის, რათა ის სპეციალისტები მომზადდნენ, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სალაშქრო მარშრუტების დაგეგმვაზე, ბილიკების მარკირებასა და შენარჩუნებაზე ბილიკების დაგეგმვისა და მარკირების ეროვნული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. კურსით პირველ რიგში სვანეთის რეგიონის იმ ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა უნდა ისარგებლონ, სადაც ბილიკების განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. ამ კურსში მონაწილეობით ადგილობრივები შეიძენენ აუცილებელ უნარებსა და კომპეტენციებს.
სამთო ბილიკის, როგორც ერთიანი ტურისტული პროდუქტის სტატუსი დღეისათვის არ არის დარეგულირებული. იგი განიხილება როგორც საჯარო სივრცე და შესაბამისად მისი მოვლა-პატრონობის საკითხი დასარეგულირებელია.
3.9 „მთის მასპინძლი“ - კონცეფცია და პროფესიული გადამზადების პროგრამა
„Educate, Equip & Expose“ პროგრამის მიზანია მოამზადოს სვანეთში სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის პროფესიონალები, როგორც სამთო ტურიზმის მასპინძლები და დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნა მაღალი ხარისხის სერვისზე, ავთენტური ადგილობრივი გამოცდილების მიწოდებით. ეს პროგრამა იქნება შუალედური გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივების ჩართვას ტურიზმის ინდუსტრიაში, დასაქმების შესაძლებლობებს, პრაქტიკულ ტრენინგებსა და უწყვეტ განათლებას.
პროგრამა ყურადღებას გაამახვილებს სპეციფიკური უნარების განვითარებაზე, რომლებიც მორგებულია შემომყვანი ტურისტული ინდუსტრიის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სასურველი შედეგია სვანეთში გაწვრთნილი და დაწინაურებული ადგილობრივი სამთო ტურიზმის მასპინძლების კრიტიკული რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იყვნენ კომპეტენტური ადგილობრივი ტურის ლიდერები და კორპორატიული წარმომადგენლები შემომავალი ტუროპერატორებისთვის, DMO-ებისთვის და MICE ინდუსტრიისთვის. მათ ასევე შეეძლებათ წარმართონ სათავგადასავლო ტურები შეზღუდული კომპეტენციის სფეროებში.
პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტი შედგება სხვადასხვა კურსებისაგან, რომლებიც შემუშავებული იქნება არსებული და ახლად შემუშავებული პროფესიული სწავლების პროგრამებზე, მათ შორის მდგრადი ტურიზმის პრინციპების ჩათვლით, სვანური ენის, სვანური ცხოვრების სტილის, ტრადიციებისა და ხელოვნების უნიკალური საგანძურის შენარჩუნებაზე დიდი აქცენტით. კურსები მოიცავს შემომყვანი ტურიზმის საფუძვლებს, განსაკუთრებული აქცენტით მომსახურებაზე, ასევე მენეჯმენტზე, ფინანსებზე, ლოჯისტიკის დაგეგმვაზე და სხვა. წამყვანი ტუროპერატორებისა და წარმატებული სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელების პრაქტიკული გამოცდილება და შეხედულებები ინტეგრირებული იქნება კურსში, რათა სტუდენტებს მიაწოდოს პრაქტიკული რჩევები და გააცნოს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები. ეს შექმნის მყარ საფუძველს, რომ დასაქმდნენ შემომყვან ტურ ინდუსტრიაში და განავითარონ საკუთარი მცირე ტურისტული ბიზნესი (სასტუმროები, ჰოსტელები, გაქირავების სერვისები და ა.შ.).
წარმატებული კურსდამთავრებულების მხარდასაჭერად უნდა შეიქმნას მცირე საგრანტო სისტემა, რომელიც მათ ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ადგილობრივმა DMO-მ, GNTA-მ და სხვა საჯარო დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა შეიმუშაონ სამთო ტურიზმის მასპინძლების ხელშეწყობის გეგმები და კამპანიები ეროვნული და საერთაშორისო ქსელების მეშვეობით. უნდა შეიქმნას ვებ პორტალი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მათი პროფილები, და მათი პოპულარიზაცია და გამოფენა ინდუსტრიის გამოფენებზე შიდა და საერთაშორისო დონეზე უნდა იყოს პრიორიტეტული. ყოველწლიურად 20-30 ბენეფიციარის არჩევა 5 წლის განმავლობაში შექმნის მცოდნე და კომპეტენტურ სამთო ტურიზმის მასპინძლების მნიშვნელოვან მუშახელს, რომლებიც შეიძლება იყვნენ ადგილობრივი კოლეგები შემომყვანი ტურიზმის ინდუსტრიისთვის, სახელმძღვანელო სათავგადასავლო ტურიზმის შეზღუდულ სფეროებში და წვლილი შეიტანონ საერთო ზრდაში და სვანეთის, როგორც სამთო ტურისტული მიმართულების წარმატებაში.
3.10 კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებული სპონტანური ცოდნის ინსტიტუციონალიზაცია და ფორმალიზაცია
ადგილობრივ პროფესიულ სასწავლებელში „თეთნულდში“ ახალი სასწავლო კურსი უნდა დაინერგოს. ეს კურსი იქნება ხიდი ადგილობრივ ტრადიციულ ცოდნასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის ვალდებულებასა და მისი გონივრული გამოყენების შესაძლებლობების შესახებ. ამ ცოდნით შესაძლებელი იქნება, დაცვა და პასუხისმგებელნი გამოყენება სვანეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათი სწორი ინტერპრეტაცია. სასწ ავლო პრაქტიკული კურსი არა მხოლოდ შექმნის დამატებით დასაქმების შესაძლებლობებს, არამედ ჩართავს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი კულტურის დაცვის პროცესში.