USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციასთან პარტნიორობის ფარგლებში, დააარსებს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას მესტიაში, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შეიძინონ ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარები ტურიზმის სექტორში.
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, მესტიაში, 800 სტუდენტს შესთავაზებს 18 მაღალპროფილურ სათავგადასავლო ტურიზმის სასწავლო პროგრამას, რაც მოიცავს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო აქტივობებს. კურსის წარმატებულად დასრულების შემდეგ, სულ მცირე 400 სტაჟიორი/სტუდენტი ისარგებლებს დასაქმების გაუმჯობესებული შესაძლებლობით.
ღონისძიების გახსნით ნაწილში პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, თამარ ქიტიაშვილმა, აუდიტორიას მიმართა.
სააგენტო მხარს უჭერს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის რეგიონული დაფარვის გაფართოებას, ვინაიდან ადგილზე, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის არსებობა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას დაეხმარება შეიძინონ ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარები და დაეუფლონ მაღალანაზღაურებად პროფესიებს ტურიზმის სექტორში.
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ დაარსდა 2016 წელს საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და მთის ტრასების სააგენტოს მიერ. სრულად დაფინანსებულ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მრავალფეროვან პროგრამებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტები, სადაც სწავლა თავისთავად განუმეორებელი თავგადასავალია.
Commenti