KPIs - სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის ინდიკატორები
სამოქმედო გეგმა არის დინამიური დოკუმენტი, რომლის მოდიფიკაცია შესაძლებელი და აუცილებელია. შესაბამისად მნიშვნელოვანია არსებობდეს მონიტორინგის შესაძლებლობა, რისთვისაც შემოთავაზებულია წარმატების ინდიკატორები (KPI). ინდიკატორები წარმოადგენს სამოქმედო გეგმის მსვლელობის მონიტორინგის ინსტრუმენტს - „რამდენად წარმატებით სრულდება დაგეგმილი ქმედებები“.
KPI: გაუმჯობებსებული ინფრასტრუქტურა და საჯარო სერვისები
ურბანული დაგეგმარება და მიწათმოწყობა:
● ურბანული გეგმარებითი დოკუმენტების შემუშავება და უფლებამოსილი ორგანიზაციების მიერ მათი დამტკიცება.
● მიწათსარგებლობის რეგულირების დოკუმენტების შექმნა და დამტკიცება უფლებამოსილი ორგანიზაციების მიერ.
● ქაოსური განაშენიანების პრაქტიკის შემთხვევების შემცირება და გეგმიური განაშენიანების პრაქტიკის დანერგვა.
● საჯარო და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-დამტკიცება და მსგავსი სივრცეების გაფართობა.
რეკრეაციული და ტურისტული დანიშნულების ინფრასტრუქტურის პროექტირება და მშენებლობა:
● გეგმიური პროექტირება და დასრულებული ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტების რაოდენობა.
● არსებული ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტების აღდგენა/რეაბილიტაცია.
● ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტების დატვირთვის/გამოყენების კოეფიციენტის ზრდა.
● ვიზიტორრების რაოდენობის პროცენტული ზრდა.
● ტურისტულ-რეკრეაციული ობიექტებით მოსარგებლე ვიზიტორთა კმაყოფილების ინდექსის ზრდა.
მდგრადი და ხარისხიანი ენერგომომარაგება:
● უწყვეტი და ხარისხიანი ენერგომომარაგების დღე-ღამეში საათების ზრდა.
● ენერგომოხმარების ერთეულ მომხმარებელზე წილობრივი რაოდენობის შემცირება ერთეული მომხმარებლის GDP-სთან მიმართებაში.
● ენერგო ეფექტური ნაგებობების რაოდენობის ზრდა.
საგზაო ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტირება:
● მგზავრობის დროის შემცირება ძირითად დანიშნულების ადგილებს შორის.
● კეთილმოწყობილი გზებისა და ხიდების პროცენტული თანაფარდობის ზრდა.
● უსაფრთხოების ინდექსი - საგზაო შემთხვევების რაოდენობის კლება.
● რეგიონალური და შიდა სატრანსპორტო მიმოსვლის ზრდა.
საზოგადო ტრანსპორტი:
● საზოგადო ტრანსპორტის რაოდენობრივი ზრდა.
● საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწვდომა - სარგებლობის ინდექსის ზრდა.
● საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიხშირე - ლოდინის პერიოდის შემცირება.
● მოსარგებლეთა კმაყოფილების ინდექსის ზრდა.
ეროვნული და საერთაშორისო მიმოსვლა:
● ადგილობრივი (მესტია) და საერთაშორისო (ქუთაისი) ფრენების სიხშირის ზრდა.
● სამგზავრო დროის შემცირება და ღირებულების ცვლილება.
● მესტიის აეროპირტის შესაძლებლობების გაზრდა (ფრენის სანავიგაციო სისტემა და მომსახურების ტერმინალი), ვერტმფრენის ბაზირება. ჩიხარეშის აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესაძლებლობების შეფასება.
● დამატებითი ფრენების დანიშვნა და/ან სხვა კერძო მცირე საფრენი აპარატების გამოყენება.
წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინება:
● აბონენტთა რიცხვის ზრდა.
● წყალმომარაგების სისტემის დანაკარგების შემცირება
● კანალიზაციის და წყალარინების სისტემების მშენებლობა (გამწმენდი ნაგებობები და ქსელი) ტურისტების მაღალი კონცენტრაციის უბნებში და აბონენტთა რაოდენობის ზრდა.
● რეგისტრირებულ აბონენტებთან მიწოდებული წყლის ხარისხის ზრდა და ჩაღვრილი წყლის დაბინძურების ხარისხის შემცირება.
● კერძო, საუბნო, სასოფლო წყალმომარაგების სისტემების აღრიცხვა და წყლისა და ჩამდინარე წყლის ხარისხის მონიტორინგი.
მყარი ნარჩენების მართვა:
● ნარჩენების მოცულობის შემცირება და დახარისხებისა და გადამუშავების უბნების შექმნა.
● ერთეულ მოსახლეზე ნარჩენების რაოდენობის შემცირება (ნარჩენების მოცულობის შემცირება).
● ნარჩენების შეგროვების (დასუფთავების სამსახური) წერტილების რაოდენობის ზრდა.
● მოსახლეობისა და ვიზიტორიების კმაყოფილების ინდექსის მონიტორინგი.
KPIs: საერთაშორისო დონის ტურისტული პროდუქტის შექმნა
ფრირაიდის შესაძლებლობის გაფართოება სათხილამურო კურორტების ირგვლივ:
● ფრირაიდის (გაუკვალავ თოვლში) სრიალის მოყვარულთა რაოდენობის ზრდა.
● სათხილამურო ტრასებისა და ბილიკების ფართობისა და კილომეტრაჟის ზრდა.
● ვიზიტორთა კმაყოფილების ინდექსის ზრდა.
● საბაგიროების შემოსავლების ზრდა და სეზონის გახანგრძლივება.
სათხილამურო კურორტების ირგვლივ ახალი სკიტურის მარშრუტების ქსელის გაფართოვება:
● ახალი ტრასების-ბილიკების-მარშრუტების რაოდენობა.
● ტრასების სიგრძისა და მრავალფეროვნების ზრდა.
● სათხილამურო ტრასების მოწყობისა და უსაფრთხოების ხარისხის ზრდა.
● მოთხილამურეთა კმაყოფილების ინდექსის ზრდა.
საერთაშორისო შეჯიბრებების, ფესტივალებისა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება:
● ღონისძიებების რაოდენობისა და მაშტაბის ზრდა.
● საერთაშორისო მონაწილეებისა და ვიზიტორების რაოდენობის ზრდა.
● დადებითი გამოხმაურება სოც-მედიაში (პოსტები, გაზიარება, მოწონებები).
● ეკონომიკური ზემოქმედება, შემოსავლები, დასაქმება, ადგილობრივი ეკონომიკური ეფექტი.
„მემკვიდრეობის ბილიკების კვალდაკვალ“- თემატური მოგზაურობა:
● კულტურულ-ისტორიული ადგილების/ბილიკების რაოდენობა.
● მოგზაურების რიცხობრივი ზრდა, ბილიკების პოპულარობის ინდექსი.
● ინტერპრეტაციისა და გამოცდილების გაზიარების უნარების ზრდა.
● ვიზიტორთა კმაყოფილების ინდექსის ზრდა/ბილიკების რეიტინგი.
ისტორიული სოფლების გამოცოცხლება:
● ისტორიული სოფლებისა და უბნების რაოდენობა, სადაც განხორციელდა აქტივობები.
● ვიზიტორთა-მონაწილეთა რაოდენობა.
● ადგილობრივი (ტურისტული) ბიზნესების რაოდენობა და გაყიდვების ზრდა.
● შთაბეჭდილება და გამოცდილების გაზიარება - ვიზიტორთა შეფასებების მიხედვით.
საცხენოსნო, ველო, საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარება:
● ცალკეული ტიპოლოგიის ბილიკების რაოდენობისა და სიგძის ზრდა.
● მოწყობილი ბილიკების სიგრძე და მრავალფეროვნება ვიზიტორთა შეფასებების მიხედვით.
● კმაყოფილების ინდექსი.
● ბილიკების მომხმარებელთა და სერვისის მიმწოდებელთა რაოდენობის ზრდა - ბილიკების რეიტინგი.
სვანეთის სხვა რეგიონებთან დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკები - სამეგრელო-რაჭა:
● დაგეგმილი, მარკირებული და კეთილმოწყობილი ბილიკების რაოდენობა.
● ბილიკებზე მოგზაურთა რაოდენობის ზრდა.
● რეგიონალური თანამშრომლობის პროექტები და ინიციატივები.
● ეკონომიკური ზემოქმედება მიმდებარე ტერიტორიებსა და რეგიონებზე.
"გიდი-ბილიკი-ქოხი-მაშველი" კონცეფცია:
● შეთავაზება და მიწვდომადობა მსგავს მომსახურებაზე.
● ქოხებისა და თავშესაფრების რაოდენობის ზრდა.
● უსაფრთხოების ინდექსი და სამაშველო დახმარების ხარისხი-სანდოობა.
● ვიზიტორთა კმაყოფილების ინდექსი.
სტუმარმასპონძლობის სტანდარტი და ხარისხის გაუმჯობესება:
● ხარისხის სტანდარტის შემოღება, დანერგვა და კონტროლი - განთავსების ობიექტები, საკვები ობიექტები, ტრანსპორტი, ინფორმაციის სანდოობა და სხვა.
● მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსი და ობიექტების რეიტინგი (ვიზიტორთა გამოხმაურებაზე დაყრდნობით).
● განთავსების ობიექტების სერვისების ზრდა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.
● რეიტინგის სისტემის შემოღება და საუკეთესო ობიექტების წახალისება-რეკლამირება.
KPIs: პროფესიული კადრების მომზადება - ტრენინგები და სწავლება
სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ფილიალის შექმნა მესტიაში:
● ფილიალის დაფუძნება, მშენებლობა, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება პარტნიორების მხარდაჭერით.
● ტრენინგ პროგრამების (სასერტიფიკატო) რაოდენობა.
● სტუდენტთა რაოდენობა და წარმატებული სტუდენტების თანაფარდობა.
● პროფესიულად მომზადებული კადრების რაოდენობის ყოველწლიური ზრდა.
პროფესიული კარიერული წინსვლის სისტემის შექმნა:
● კვალიფიკაციის ზრდის ეტაპების ჩამოყალიბება და სისტემის დანერგვა.
● მონაწილე სტუდენტების რაოდენობა.
● წარმატებულად დასრულებული სასწავლო პროცესის თანაფარდობა საერთო სტუდენტების რაოდენობასთან.
● კმაყოფილების ინდექსი სტუდენტთა და მასწავლებელთა შეფასებებით.
„მომავლის გიდების“ საზაფხულო ბანაკების პროგრამა:
● პროგრამის მონაწილეოთა რაოდენობა.
● წარმატებული სტუდენტების თანაფარდობა საერთო რაოდენობასთან.
● სათავგადასავლო ტურიზმის ლიდერების კურსდამთავრებულთა რაოდენობა.
● დასაქმების პროცენტი და დამსაქმებელთა შეფასება - კმაყოფილების ინდექსი.
ტრენერების (ინსტრუქტორების) მომზადების პროგრამა:
● ტრენერების კურსების მონაწილეთა რაოდენობა და მათი აკრედიტაციის ინდექსი.
● სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდა საერთაშორისო ინსტრუქტორების შეფასებით.
● სტუდენტთა კმაყოფილების ინდექსი.
● აკრედიტირებული ტრენინგ ინსტიტუტების რაოდენობის ზრდა.
სათავგადასავლო სკოლის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა:
● საერთაშორისო დონის სწავლებისათვის საჭირო ფინანსების მოზიდვა-უზრუნველყოფა.
● ინდივიდუალური დაფინანსებისა და მხარდაჭერის წახალისება ინდუსტრიის მხრიდან.
● სასწავლო პროგრამების მიწვდომა და სტუდენტთა რაოდენობის ზრდა.
● ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევების რაოდენობრივი და მოცულობითი ზრდა.
სტუმართმასპინძლობის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული სწავლება და უნარების ზრდა
● სასწავლო-ტრენინგ პროგრამების მონაწილეოთა რაოდენობა.
● წარმატებული უნარჩვევებისა დანერგვის პრაქტიკა ინდუსტრიის მხრივ.
● სასწავლო პროცესის მონაწილეთა საქმიანობის ხარისხის ზრდა-ბიზნესის შეფასებით.
● კმაყოფილების ინდექსის ზრდა - დამსაქმებლები.
ტურისტული ადგილებისა და ბილიკების მენეჯმენტი:
● საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მაგალითები.
● მოგზაურობის დროს რისკ ინციდენტების რაოდენობის შემცირება და უსაფრთხო პრაქტიკა.
● კეთილმოწყობილი/მართული ბილიკი-მარშრუტების რაოდენობის ზრდა.
● კმაყოფილების ინდექსის ზრდა მასპინძელ-ვიზიტორთა შორის.
სამთო-სათავგადასავლო გიდების პორტალი და გიდების ოფისების ქსელის განვითარება
● გიდების ოფისების რაოდენობის ზრდა.
● დასაქმებული მთის-სათავგადასავლო გიდების რაოდენობის ზრდა.
● პროფესიული უნარჩვევების დაუფლება და მომსახურების ხარისხი ზრდა.
● ვიზიტორთა კმაყოფილების ინდექსი და რეიტინგის სისტემის შექმნა.
უსაფრთხოება და რისკების მართვა:
● უსაფრთხოების პროტოკოლის-ნორმების ჩამოყალიბება და მათი დანერგვა.
● რისკების შემცირება და საგანგებო სიტუიაციების რაოდენობის კლება.
● უსაფრთხოების ტრენინგები და სერტიფიცირება, რაოდენობა და ხარისხის ზრდა.
● კმაყოფილების ინდექსი ვიზიტორებისა და დამსაქმებელთა შეფასებით.
„მთის მასპინძელი“ კონცეფციის შემუშავება და დანერგვა:
● სასწავლო პროგრამის წარდგენა და პრაქტიკაში დანერგვა.
● სასწავლო პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა.
● მასპინძლობის უნარჩვევებისა და სტანდარტების გაუმჯობესება.
● ვიზიტორთა კმაყოფილების ინდექსის ზრდა.
ისტორიულ-კულტურული მეხსიერების გარდაქმნა ინტერპრეტაციის უნარჩვევებში:
● სასწავლო დოკუმენტაციის მომზადება და პრაქტიკაში დანერგვის ტაქტიკა.
● ფორმალიზირებული სასწავლო პროგრამები და მათი პრაქტიკაში დანერგვა.
● ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და მისი მოვლა-პატრონობა.
● მოსწავლეთა და მასწავლებელთა კმაყოფილების ინდექსი
KPIs: სვანეთის პოპულარიზაცია მსოფლიოს სათავგადასავლო ტურიზმის ბაზარზე
ყოველწლიური მარკეტინგული გეგმის წარდგენა, დამტკიცება და აღსრულების მონიტორინგი:
● DMO-ს მიერ ყოველწლიური მარკეტინგული გეგმის შემუშავება და განხორციელების მონიტორინგი.
● ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა და მისი კავშირი-მონიტორინგი კონკრეტულ მარკეტინგულ ქმედებებთან.
● ბრენდის ცნობადობის ზრდა და მისი კავშირი სერვისის ხარისხთან.
● მარკეტინგული დანახარჯების ეფექტურობის რეიტინგის შემოღება და მონიტორინგი.
სვანეთი ტურისტული ვებ-გვერდის შექმნა:
● ვებ-გვერდის, სოც-მედიის და შესაძლოა მობილური აპლიკაციის შექმნა, მისი გამოყენების ეფექტურობის შეფასება და გვერდის მუდმივი განახლება (DMO ან მისი კონტრაქტორის მიერ).
● ვებ გვერდის, სოც-მედია გვერდისა და აპლიკაციის მონახულების რაოდენობა და კმაყოფილების ინდექსის შემოღება.
● სვანეთის ვებ-გვერდის დაკავშირება სხვა ვებ-გვერდებთან (საქართველოს სამოგზაურო ვებ-გვერდები და სხვა DMO-ს ვებ გვერდები) და უკუკავშირის გამოყენება.
● პოზიტიური გამოხმაურება და შეფასებების მონიტორინგი.
სოც-მედიაში სვანეთის ცნობადობის ზრდა:
● სოც-მედიაში გვერდის მნახველების, გამოხმაურობის და მოწონების მონიტორინგი.
● სვანეთის, როგორც სამოგზაურო ტურიზმის რეგიონის დამეგობრება სხვა მსგავს რეგიონებთან.
● სხვადასხვა სამოგზაურო პორტალებზე ვიზიტორთა (ინფლუენსერები) პოზიტიური და ნეგატიური გამოხმაურებებზე რეაგირება.
● პოზიტიური გზავნილებისა და შთაბეჭდილებების მოძიება და მათი მარკეტინგული გამოყენება.
სვანეთის ტურისტული/ვიზიტორების რუკის შექმნა და გამოყენება:
● მოგზაურთათვის მისაწვდომი და საინტერესო სამოგზაურო რუკა/ბროშურა/აპლიკაციის შექმნა და გავრცელება.
● რუკის გამოყენებით სამოგზაურო ინფორმაციასთან მარტივი წვდომა.
● ვიზიტორთა კმაყოფილების ინდექსი, მონიტორინგი,
მოგზაურთა ისტორიებისა და შთაბეჭდილებების მარკეტინგული გამოყენება:
● სვანეთის შესახებ ინფორმაციის მოძიების, საინტერესო მოგზაურების ჩამოყვანისა და მათი შთაბეჭდილებების გაზიარების ხელშწყობა.
● სოც-მედიაში მოგზაურთა შთაბეჭდილებებზე გამოხმაურების სხვადასხვა ფორმის მონიტორინგი (ნახვა, მოწონება, გაზიარება, კომენტარი).
● პოზიტიური გამოხმაურებების რაოდენობის მონიტორინგი და მათი შემდგომი გამოყენება-რეკლამირება.
● სოც-მედია გამოხმაურებების მიხედვით ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის მონიტორინგი და ინდიკატორი.
სასურველი ინფლუენსერების ჩამოყვანა და მასპინძლობის სტუმრობის ორგანიზება:
● კავშირები და ურთიერთინფორმაციის გაცვლა დაინტერესებულ ინფლუენსერ/სვანეთის შესახებ საინტერესო კონტენტის შემქმნელებთან.
● მსგავსი ისტორიების გაშუქება ონლაინ და მათზე გამოხმაურებების მონიტორინგი.
● პოზიტიური გამოხმაურებები და ვიზიტორთა კმაყოფილების შეფასება.
სამოგზაურო აგენტებთან და საერთაშორისო ტურ-ოპერატორ კომპანიებთან თანამშრომლობა:
● ცნობილ სამოგზაურო კომპანიებთან ურთიერთობის დამყარება და მათი სვანეთით დაინტერესება.
● სვანეთით დაინტერესებული მოგზაურების (ორგანიზებული ტურისტული პაკეტების) რაოდენობის მონიტორინგი.
● ტურისტული პაკეტების გაყიდვაში კომპანიების მხარდაჭერა ადგილობრივი რესურსით.
● მოგზაურებთან და კომპანიებთან უკუკავშირი და კმაყოფილების შეფასება.
სამოგზაურო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა:
● კავშირებისა და თანამშრომლობის (მემორანდუმები, ხელშეკრულებები, ინდივიდუალური დამკვეთები) ხარისხისა და რაოდენობის შეფასება.
● ბრენდის ცნობადობის საკითხის წინ წამოწევა და მისი გამოყენება რეკლამირების პროცესში.
● დადებითი გამოხმაურებების შეფასება ინდუსტრიის წარმომადგენლების მიერ.
მიზნობრივი სარეკლამო კამპანიების წარმოება:
● წარმატებული მარკეტინგული კამპანიების ჩატარების პრაქტიკა და გამოცდილების გაზიარება.
● მიზნობრივი სარეკლამო ქმედებებით ინიცირებული ვიზიტების რაოდენობის შეფასება.
● დადებითი გამოხმაურებების და კრიტიკული შეფასებების განხილვა და გამოცდილების გაზიარება.
KPIs: ტურისტული დანიშნულების ადგილის მენეჯმენტი
DMO სვანეთი გამოიყენებს მენეჯმენტის პრაქტიკას, რომელიც აპრობირებულია ალპური ქვეყნების მსგავს რეგიონებში:
● საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა და სვანეთის რეგიონის საჭიროებებზე მორგება. კონსულტაციების პროცესი მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებთან.
● DMO-ს მიერ შემუშავებული მენეჯმენტის მოდელის გაზიარება და შეთანხმება.
● DMO-ს სტრუქტურის გაფართოების შესაძლებლობა და კოოპერაცია - ტურიზმის ფორუმის ჩამოყალიბება.
DMO სვანეთის სტრუქტურის დახვეწა და ეფექტური მართვა:
● შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწა.
● ადმინისტრირება და პროფესიული კადრების მოზიდვა, ბიუჯეტის ხარჯვის ოპტიმიზაცია.
● ადგილობრივი ტურისტული ოპერატორების მხარდაჭერა.
● DMO-ს საქმიანობის შეფასება დაინტერესებული მხარეების მიერ (ინდუსტრია, ტურისტები, მუნიციპალიტეტი).
სვანეთის პოზიციონირება ეროვნული მასშტაბით:
● პოზიცირება და მონაწილეობა ეროვნულ სამოქმედო გეგმებში.
● ბრენდის გამოყენების წესების ჩამოყალიბება და მიკუთვნება/გამოყენება სხვადასხვა სარეკლამო მასალებში.
● სვანეთი ბრენდის ცნობადობა და ბრენდირებული პროდუქტი/შეთავაზების ხარისხის უზრუნველყოფა პარტნიორებთან შეთანხმებით.
● ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან საქმიანობის პოზიტიური შეფასება და მონიტორინგი.
ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვისთვის საჯარო-კერძო სექტორის წარმომადგენლების თანამშრომლობა:
● თანამშრომლობის ორგანიზაციული ფორმის შემუშავება (ფორმალური/არაფორმალური) და მხარეების თანხმობის მიღება.
● თანამშრომლობის სფეროებისა და ქმედებების განსაზღვრა და პასუხისმგებლობის განაწილება.
● ერთობლივი პროექტებისა და საპარტნიორო ინიციატივების ხელშეწყობა და პროექტების განხორციელება.
● პარტნიორების მხრიდან პოზიტიური შეფასებების მიღება, პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა.
სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და მათი ილუსტრირება და ანალიზი გის-სისტემების გამოყენებით:
● ვიზიტორთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, მეთოდიკის შემუშავება და ეროვნულ კვლევებთან ინტეგრაცია.
● სტატისტიკური მონაცემების ვიზუალიზაცია გის ფორმატში და მათზე დაყრდნობით მონაცემთა ცვლილების პროგნოზირება.
● სტატისტიკური მონაცემების გამოყენება ტურისტული არეალების მართვაში, პროგნოზირება და სტრატეგიულ მიზნებთან თანხვედრის შეფასება.