მსოფლიო დონის უნიკალური ტურისტული შეთავაზების და კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა
2.0 მსოფლიო დონის უნიკალური ტურისტული შეთავაზების და კონკურენტუნარიანი პროდუქტის შექმნა
მეორე სტრატეგიული მიზანი გულისხმობს სვანეთის პოზიციონირებას, როგორც საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის „დანიშნულების“ ადგილს და მოიცავს ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა სათხილამურო შესაძლებლობების პოპულარიზაცია, ახალი სათხილამურო ტრასების განვითარება, საერთაშორისო ღონისძიებებისა და შეჯიბრებების მასპინძლობა, ისტორიული ურბანული გარემოს და მემკვიდრეობის ძეგლების აღორძინება, ისტორიული თემებისა და ხეობების დაკავშირება, ბილიკების ქსელის განვითარება და სტუმართმასპინძლობის სტანდარტებისა და გართობის საშუალებების გაუმჯობესება.
სვანეთის სათხილამურო კურორტები, ჰაწვალი და თეთნულდი, არაჩვეულებრივ შესაძლებლობას გვთავაზობს და იზიდავს თხილამურებისა და სნოუბორდის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან. ახალი სათხილამურო ტრასების განვითარება და სათხილამურო ტურისტული ქსელის ჩამოყალიბება კიდევ უფრო გააძლიერებს სათავგადასავლო შეთავაზებას რეგიონში. საერთაშორისო ღონისძიებების, ფესტივალებისა და სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა ზრდის სვანეთის პოპულარობას და ხელს უწყობს რეგიონის სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრიის ქსელში ჩართვას. ინიციატივები, როგორიცაა გიდების მარათონი და გიდების კონკურსი, ზრდის რეგიონის მიმზიდველობას და იზიდავს პროფესიონალებს სხვადასხვა სათავგადასავლო დისციპლინიდან. „მემკვიდრეობის ბილიკების“ შექმნა, ისტორიული ურბანული გარემოსა და მემკვიდრეობის ძეგლების აღორძინება, საცხენოსნო, სამთო ველოსიპედისა და საფეხმავლო ბილიკების განვითარება ვიზიტორებს აცნობს სვანეთის მდიდარ ისტორიას, კულტურულ ტრადიციებს და ბუნებრივ სილამაზეს. ეს გამოცდილება უზრუნველყოფს მოგზაურობის დიდ შესაძლებლობებს და ხაზს უსვამს რეგიონის უნიკალურ იდენტობას. სტუმართმაპინძლობის სტანდარტების, განთავსების ობიექტების, საკვების ხარისხისა და გართობის საშუალებების გაუმჯობესება უზრუნველყოფს ვიზიტორებისთვის დასამახსოვრებელ და სასიამოვნო დასვენებას. "მასპინძლებისა და სტუმრების" ურთიერთობის ხაზგასმით, სვანეთი მიზნად ისახავს ავთენტური გამოცდილების მიწოდებას, ტრადიციული სპექტაკლების, კულტურული ღონისძიებებისა და გარე აქტივობების თანხმლებით.
საერთო ჯამში, ეს ინიციატივები ერთობლივად უწყობს ხელს სვანეთის, როგორც მსოფლიო დონის სათავგადასავლო ტურისტული ადგილის რეპუტაციის გაძლიერებას, ახალი ტურისტული პროდუქტების ან გამოცდილების დანერგვას, რაც ემსახურება ბაზრის სხვადასხვა სეგმენტს, როგორიცაა სათავგადასავლო ტურიზმი, კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი, ეკოტურიზმი, კულინარიული ტურიზმი, გამაჯანსაღებელი ტურიზმი და სხვა.
2.1 თეთნულდის სათხილამურო ტრასების ირგვლივ გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობების პოპულარიზაცია
ევროპის ბევრ განვითარებულ სათხილამურო კურორტზე სათხილამურო ტრასების გარეთ სრიალი შეზღუდულია უსაფრთხობისა და ტერიტორიული რეგულაციების გამო. შესაბამისად, თხილამურებისა და სნოუბორდის მოყვარულები გასნაკუთრებული ყურადღებით ეძებენ ისეთ ახალ ადგილებს, სადაც შესაძლებელია გაუკვალავ თოვლში „შეუზღუდავი“ სრიალი. სწორედ ამით არის განსაკუთრებული სვანეთის სათხილამურო კურორტები და განსაკუთრებით თეთნულდის არეალი, სადაც მოყვარულთათვის სრიალი შეზღუდულია მხოლოდ ბუნებრივი რელიეფითა და საზვავე უსაფრთხოების მოთხოვნით. თანამედროვე საბაგიროებით, კარგად მოვლილი სათხილამურო ტრასებითა და თავისუფალი სრიალის ასეთი შეთავაზების კომბინაციით ორივე კურორტი „თეთნულდი“ და „ჰაწვალი“ განსაკუთრებით მიმზიდველია ვიზიტორებისთვის.
ჰაწვალი, ცნობილია თავისი ულამაზესი, ტყეში მდებარე „სათხილამურო ტრასით“, სიმაღლის დიაპაზონი 2400-დან 1700 მეტრამდეა. უახლოეს მომავალში ის გაფართოვდება და მოიცავს ახალ ფერდობებს, რომლებიც მესტიის დასახლებას დაუკავშირდება, რაც სათხილამურო არეალის საერთო გამოცდილებას გაზრდის.
თეთნულდი, თავისი მომხიბვლელი მთის ლანდშაფტით ფრირაიდის მოყვარულებს უსასრულო შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს უნიკალურობა იზიდავს თავისუფალ მოთხილამურეებს (freeride) და ექსპერტებს საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის საზოგადოებიდან. ორივე კურორტზე სათხილამურო საბაგიროებისა და ტრასების ოპერირებას ახორციელებს „მთის ტრასების სააგენტო (სახელმწიფო კომპანია MTA). თეთნულდის სათხილამურო ზონის, რომელიც 3200-დან 2200 მეტრამდე სიმაღლის დიაპაზონს მოიცავს, შემდგომი განვითარების მიზნით იგეგმება ახალი გონდოლის სადგურის მშენებლობს, რომელიც დაუკავშირებს სამთო-სასრიალო ზონას მულახის ხეობას, რაც ერთ დიდ სათხილამურო არეალს შექმნის.
2.2 არსებული კურორტების გარშემო (თეთნულდი და ჰაწვალი) და ახალი სათხილამურო ფერდობების განვითარება
სკიტურინგის ქსელი (ski-touring): სათხილამურო ტურინგი არის სწრაფად მზარდი სეგმენტი სათხილამურო/სნოუბორდის ინდუსტრიაში, რომელიც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში თავგდასავლების მაძიებელ ფართო აუდიტორიას იზიდავს. ეს სეგმენტი გათვლილია კარგ მოთხილამურე/სნოუბორდერებზე, რომლებიც ახალი სამთო-ტურისტული ტერიტორიების ძიებაში არიან. მსგავსი ტურისტული პროდუქტი არ მოითხოვს დიდ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს და ძირითადად დაფუძნებულია ბუნებრივი გარემოს მიმზიდველობასა და ტურისტული მომსახურების არსებობაზე. სკიტურინგის ქსელი თავის მხრივ აკავშირებს სხვადასხვა სათხილამურო არეალს და ამით სტიმულირებას უკეთებს ახალი ტურისტული ზონებისა და პროდუქტების შექმნა-განვითარებას.
სკიტურინგის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ მოყვარულები ყოველთვის ახალ ფერდობებსა და მიმართულებებს ეძებენ. აუცილებელი მზადება, უპირველეს ყოვლისა ითხოვს სათხილამურო მარშრუტებზე ღამისსათევი სახლების და მთის ქოხების მოწყობას და მარშრუტების საწყის და ბოლო წერტილებში განლაგებულ სასტუმრო სახლების არსებობას. სათხილამურო ტურიზმის ყველაზე აქტიური სეზონი ზამთარის მიწურული - ადრეული გაზაფხულია, რაც იდეალურ შესაძლებლობას იძლევა ზამთრისა და ზაფხულის სეზონებს გადაბმისათვის.
საბაგირო სისტემები და ზაფხულის სეზონი: ორივე სამთო კურორტზე ზაფხულის პარკებისა და სხვადასხვა ანიმაციის მოწყობით შესაძლებელია ზაფხულის სეზონის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა. მსგავსი ინვესტიცია შესაძლოა იყოს მინიმალური (მაგალითად საბავშვო სათამაშო მოედნები, შინაური ცხოველების პატარა ზოოპარკები, საფეხმავლო, ველო, საცხენოსნო, ხელოვნური სასრიალო მოედნები და სხვა) ან მნიშვნელოვნად დიდი, როდესაც ხორციელდება დიდი მასშტაბის სათავგადასავლო-გასართობი პარკების პროექტირება-მშენებლობა. მაგალითისთვის ტიროლი, სოლდენის ხეობა „AREA 47”.
სათხილამურო ტურიზმის შეჯიბრებები მოყვარულ სპორტსმენებში ინტერესის გასაჩენად ეფექტური საშუალებაა. ასეთი შეიძლება იყოს სკიტურის მარათონები ზემო და ქვედა სვანეთის ხეობებში.
განვითარების პერსპექტივა - ჭუთხაროს სათხილამურო კურორტის შექმნა ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ინიციატივა ეროვნული მასშტაბისაა და მას კოორდინირებას უწევს საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტო. სააგენტოს დავალებით საკონსულტაციო ჯგუფი Ernst & Yang და Compagnie Des Alpes ახორციებელს ტექნიკურ-ფინანსური შესაძლებლობების კვლევას, რომლის მიზანია მთავრობას წარუდგინოს მომავალი კურორტის შექმნის რაციონალური დასაბუთება და განვითარების თანმიმდევრული გეგმა, ფაზების გათვალისწინებით. მოსალოდნელია, რომ კვლევა დასრულდება 2023 წლის შემოგდომაზე (სექტემბერი). კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოხდება ახალი სათხილამურო კურორტის შექმნის სამოქმედო გეგმის შემუშავება, რასაც უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება ლენტეხის მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ განვითარებაზე.
2.3 ზამთრის საერთაშორისო ფესტივალებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა თავისუფალი სრიალის ფრირაიდის მსოფლიო ტურნირის ფარგლებში
Freeride World Tour და FWT საკვალიფიკაციო ღონისძიებები სვანეთში 2022 წლიდან იმართება. 2022-2023 წლებში წარმატებით ჩატარდა 3, ორ ვარსკვლავიანი საკვალიფიკაციო ტურნირი. თეთნულდის სათხილამურო ზონის მიმდებარე ტრასები საფუძვლიანად შეფასდა და შეირჩა 2 და 4 ვარსკვლავიანი ღონისძიებების ჩასატარებლად FWT/FIS-ის ექსპერტების მიერ, ასევე FWT „challenger“ და FWT Summit 2024-2025 წლებში ჩატარების მიზნით. ამ შეჯიბრების მასპინძლობით სვანეთი მიიღებს განსაკუთრებულ ცნობადობას და პოპულარიზაციას მსოფლიოს მაშტაბით.
იმისთვის, რომ სვანეთი Freeski-ს მთავარ მიმართულებად ჩამოყალიბდეს, გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო. ეს მოიცავს სამთო-სამაშველო სისტემის დანერგვას, კვალიფიციური ადგილობრივი სამთო-გიდებისა და სამაშველო პერსონალის მომზადებას, სამთო გიდების მუშაობის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და შეჯიბრის ჩასატარებლად ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის შესაბამისი ფინანსური და ტექნიკური რესურსით აღჭურვას. ყველა ეს ინიციატივა უნდა განხორციელდეს მესტიის მერის/დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის, მთის ტრასების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით და დონორების მხარდაჭერით, როგორიცაა USAID, EU, ADA და SiDA.
მომდევნო წლებში სვანეთი გააგრძელებს Freeride Week/Svaneti-ის მასპინძელობას და შეჯიბრების ჩატარების მუდმივი მასპინძელი იქნება და ამით ღირსეულად დაიკავებს პარტნიორის ადგილს მსოფლიოს აღიარებულ სამთო კურორტებს შორის.
2.4 “მემკვიდრეობის ბილიკის“ განვითარება ისტორიული მოვლენებისა და ტრადიციების კვალდაკვალ
სვანეთის „მემკვიდრეობის ბილიკები“ უნიკალური კონცეფციაა, რომელიც სათავგადასავლო მოგზაურობას მდიდარ ისტორიულ შინაარსთან აერთიანებს და რეგიონის ადგილებს მოვლენებთან და მოგონებებთან აკავშირებს. უძველესი დროიდან დასახლებული სვანური თემი გულმოდგინედ ინახავდა თავის ენას, არქიტექტურას, კულტურულ ტრადიციებსა და რიტუალებს. ეს ელემენტები რელიგიურ დღესასწაულებზე, ფოლკლორულ ფესტივალებსა და ღონისძიებების მემორიალური დღეების დროს ცოცხლდება. „მემკვიდრეობის ბილიკის“ საბოლოო მიზანი არის, რომ თავად ტურისტული მარშრუტი აქციოს უნიკალურ მოგზაურობად, რომელიც უკავშირდება სვანურ ენას, ფოლკლორსა და ტრადიციულ საქმიანობას. თითოეული მოგზაურობა, როგორც ტურისტული პროდუქტი, დააკავშირებს სათავგადასავლო ელემენტებს მოგზაურობის ისტორიულ შინაარსთან და ამით წარუშლელ მოგონებას შექმნის. ასეთი მოგზაურობები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ-რელიგიურ დღესასწაულებთან ან რეალურ ისტორიულ მოგზაურობა-თავგადასავალთან.
სვანეთისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება პირველი ევროპელი მოგზაური-მთამსვლელების (ფრეშფილდი, მერცბახერი, მამერი, სელა, კოკინი და სხვა) ალპინისტური ასვლების კვალდაკვალ რეალური ისტორიების პოპულარიზაცია. შესაძლოა ისტორიული ასვლების გამეორება, ეთნოგრაფიული ჩანაწერებისა და ისტორიული ფოტოების გამოფენის მოწყობა, სამოგზაურო ადგილების მონახულება და სხვა. ერთ-ერთი ასეთი ისტორიაა - ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების სახელით დუგლას ფრეშფილდის 1860-1880 წლების ექსპედიციები, ვიტორიო სელას ფოტოები და სხვა. საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა ევროპა-სვანეთის კავშირის კონტექტსტში „მთის მუზეუმის/ალპინიზმის მუზეუმის“ ან საექსპოზიციო სივრცის შექმნა მესტიაში, რომელიც ახალგაზრდა მთამსვლელების, მთის პროფესიონალი გიდებისა და ვეტერანი მთამსვლელ-მოგზაურების მოყვარულთა თავშეყრის ადგილი იქნება.
2.5 ისტორიული სოფლებისა და უბნების გაცოცხლება
„ცოცხალი ისტორიის კუთხეები“: უნიკალური სვანური საცხოვრებლები და კოშკები ამ ადგილის არსს განსაზღვრავენ. აუცილებელია არქიტექტურულ კონსერვაციასთან ერთად ამ ადგილების გამოცოცხლება და მათი ისტორიული დანიშნულების თანამედროვე კონტექსტში ინტერპრეტაცია. მთავარია კონსერვაციის წესების გათვალისწინებით ამ ადგილების ავთენტური ისტორიების გაზიარება და ამ პროცესში ვიზიტორების ჩართვა. ფოლკლორული ღონისძიებების, მხატვრული ფესტივალების, კულინარიული მასტერკლასების, სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილების ორგანიზებით შეიძლება დაუვიწყარი გამოცდილების შექმნა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნება და რაც თანმიმდევრულად დაკავშირებული უნდა იყოს საკონსერვაციო-რესტავრაციის სამუშაოების გეგმებთან.... იგულისხმება სვანური ენის, ფოლკლორისა და ზოგადად ისტორიული მეხსიერების დაცვა-პოპულარიზაცის.
ამგვარი პროგრამების წარმატების უზრუნველსაყოფად საჭიროა შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების აღზრდა, რომლებსაც ექნებათ მემკვიდრეობის შესახებ ცოდნა და მისი ინტერპრეტაციის უნარი. მსგავსი ტურისტული შეთავაზებისათვის საუკეთესო ადგილების იქნებოდა მესტიის ისტორიული თემები - ლახუშდი და ლანჩვალი.
2.6 სვანეთის ისტორიული თემების-ხეობების საცხენოსნო, სამთო ველოსიპედისა და სალაშქრო ბილიკებით დაკავშირება
ამჟამად, სვანეთში ვიზიტორთა უმრავლესობა (80%) გადაადგილდება მანქანით მესტიასა და უშგულს შორის. კონცეფცია „ხეობიდან ხეობამდე“ არის ალტერნატიულ მიდგომა - ერთდღიანი ან ორდღიანი ლაშქრობა (ფეხით, ველო, ცხენით) ისტორიულ ბილიკებით „ხეობიდა ხეობაში“ საავტომობილო გზატკეცილის გადაკვეთის გარეშე. ასთი მოგზაურობა იწყება და მთავრდება სოფლებში, სადაც უკვე არსებობს საოჯახო სასტუმრო სახლებში ან ბანაკებში. ეს კომბინაცია მორგებულია ზომიერი ფიზიკური აქტივობებით დაინტერესებულ პირებზე, როგორიცაა ყოველდღიური ლაშქრობა დღეში 4-5 საათის განმავლობაში. ბილიკების ქსელი 2000 წლიდან იგეგმებოდა „საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირი“-ს მიერ, შემდგომში კავშირი „სვანეთის ტურიზმის ცენტრი“-ს მიერ, რომელიც დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას ტურიზმის ადმინისტრაციასთან და DMO-სთან აღნიშნული მიმართულებით (ბილიკების მოკვლევა, მარკირება, განთავსების ადგილების მონიშვნა).
სვანეთი ბუნებრივი სილამაზის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეთნოგრაფიული საგანძურის უნიკალური ნაზავია, რაც მას სათავგადასავლო ტურიზმისთვის იდეალურ ადგილად აქცევს. სვანეთი შეიძლება წარმოიდგინო ხეობების - ისტორიული თემების სახით, რომლებიც დაკავშირებულია ისტორიული საცხენოსნო გზებითა და ბილიკებით. ეს ბილიკები დღესაც შესაძლოა გამოვიყენოთ საცხენოსნო, სამთო ველოსიპედისა და საფეხმავლო ლაშქრობისთვის. ცალკეულ სოფელსა და თემში უნდა შეირჩეს საოჯახო სასტუმროები და მომზადდეს (დაგეგმვა და მარკირება) საფეხმავლო ბილიკების ქსელი. ბილიკების დიდი ნაწილი შესწავლილია, საჭიროა მათი მოვლა-პატრონობის მექანიზმის შემუშავება.
Map 2: Tourist Routes and Trails
2.7 სვანეთი-სამეგრელო-რაჭა დამაკავშირებელი მრავალდღიანი საფეხმავლო ბილიკების პოპულარიზაცია
ზემო და ქვემო სვანეთის დაკავშირება გულისხმობს სვანეთის ქედის გადაკვეთას ფეხით, ცხენებით, ველოსიპედით ან 4WD მანქანებით. ტერმინებს „ზემო“ და „ქვემო“ სვანეთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მნიშვნელობა აქვს, რაც იმ ტერიტორიებს მოიცავს, სადაც სვანები ცხოვრობდნენ. ეს ორი რეგიონი ბუნებით და გეოგრაფიული მახასიათებლებით განსხვავდება, სვანეთის ქედი (მთამსვლელთა შორის ნაკლებად ცნობილი) გამყოფის როლს ასრულებს. სვანეთის ტურისტული სტრატეგია მიზნად ისახავს ამ ისტორიულად განსაზღვრული რეგიონების გაერთიანებას ერთ ტურისტულ მიმართულებად, მიუხედავად შეზღუდული კავშირისა და იმ ფაქტისა, რომ ისინი ცალკე ადმინისტრაციულ რეგიონებშია.
ამჟამად მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო პროექტები, რათა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს უშგულის (ზემო სვანეთი) და ლენტეხის (ქვემო სვანეთი) უღვირის უღელტეხილის გავლით დამაკავშირებელი გზა. დასრულების შემდეგ, ეს გზა ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, დაიწყონ მიმზიდველი ტური სვანეთში, შესთავაზებს მათ პოპულარულ 4-5 დღიან მარშრუტს, რომელიც აერთიანებს მოგზაურობის სხვადასხვა რეჟიმს და განსხვავდება ძირითადი მარშრუტისგან. გარდა ამისა, მოკლე ერთი ან ორდღიანი მგზავრობა ფეხით, ცხენით ან ველოსიპედით შეიძლება შეუფერხებლად იყოს ინტეგრირებული 4WD მგზავრობასთან სვანეთის ქედზე გადასასვლელად. ეს ბილიკები საგულდაგულოდ იქნა შესწავლილი, მონიშნული და ილუსტრირებული თანდართულ რუკებზე, ადგილობრივი საფეხმავლო მარშრუტების წარმოდგენილი ქსელი შესწავლილია კავშირი „სვანეთის ტურიზმის ცენტრი“-ს მიერ, რაც დღეისათვის წარმოადგენს ძირითად კარტოგრაფიულ საფუძველს ბილიკების მარკირებისთვის. წარმოდგენილი ბილიკების ნაწილი მარკირებულია (შესაბამისად მითითებულია რუკაზე), ნაწილ კი გეგმარებით ხასიათისაა და საჭიროებს დამატებით კვლევა/დაზუსტებას.
2.8 პარტნიორობა „გიდი-ბილიკი-ქოხი-მაშველი“
„გიდები-ბილიკები-ქოხები-მაშველი“ კონცეფცია მიმზიდველი, კონკურენტუნარიანი და უსაფრთხო სათავგადასავლო სამოგზაურო პროდუქტების შესაქმნელად მნიშვნელოვანია. ბევრ ალპურ ქვეყანაში, მთის ბილიკის დამგეგმავებს, გიდებს, ქოხების მფლობელებსა და მაშველებს შორის თანამშრომლობას დიდი ხნის ტრადიცია აქვს, რომელიც უსაფრთხო სამთო მოგზაურობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. შესაბამისად, სვანეთშიც მთავარია საქმიანი პარტნიორობის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ამ ოთხი ჯგუფის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას.
თავდაპირველად ყურადღება უნდა გამახვილდეს ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად ბილიკებზე, რომლებსაც უკვე ხშირად სტუმრობენ მოგზაურები. ეს ინიციატივა გულისხმობს მიმდინარე მოთხოვნების შეფასებას, მომსახურებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ბილიკის დამგეგმავების, გიდების, მარკეტინგის ექსპერტებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურების (სამაშველო ჯგუფის) თანამშრომლობას. ამ აქტივობებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოცემულია სხვა სტრატეგიულ მიზანში (3), რომელიც ეხება სამუშაო კადრებს, პროფესიულ განათლებას და ამ სფეროში ინსტიტუციურ თანამშრომლობას.
2.9 სტუმარმასპინძლობის კონცეფციის დანერგვა, რომელსაც თან ახლავს განთავსების ადგილების, მთის ქოხების, კვების და გართობის სერვისების გაუმჯობესებული სტანდარტები
საჭიროა „მასპინძლებისა და სტუმრების“ ურთიერთობაზე დაფუძნებული სტუმარმასპინძლობის კონცეფცია განვითარდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ეს ნიშნავს შესაბამისი კადრების პროფესიულ მომზადებას, მთის ქოხების სისტემის შექმნას, ხარისხიან საკვებსა და განთავსებას. ტრადიციული საოჯახო სასტუმროები უნდა გვთავაზობდნენ სვანური სახლების სითბოსა და ავთენტურობას, ხოლო მთის ქოხები თავგადასავლების მოყვარულთათვის მყუდრო საცხოვრებელს. გარდა ამისა, სვანეთის კულინარიული შეთავაზება უნდა გამრავალფეროვნდეს, ადგილობრივი ინგრედიენტებისა და ტრადიციული რეცეპტების ხაზგასმით. ვიზიტორებს საშუალება უნდა ჰქონდეთ ისიამოვნონ სვანური სამზარეულოს უნიკალური გემოებით, დაწყებული ხორციანი კერძებიდან ახლად გამომცხვარ პურით და ყველით და ფლორისტული კერძებით დამთავრებული. ამისთვის აუცილებელია - კულინარიული მემკვიდრეობის კვლევა, გაზიარება და მისი პრაქტიკაში გამოყენება (მკვლევარი, მენიუს შემქმნელი, რესტორნის შეფი).
სტუმრების გამოცდილების გასამდიდრებლად, მთელი რიგი გასართობი და დასასვენებელი აქტივობები უნდა იყოს ორგანიზებული. კულტურული სპექტაკლები, ამბების თხრობის სესიები და ტრადიციული მუსიკალური ღონისძიებები, რომლებიც რეგიონის მდიდარ ხელოვნებასა და ფოლკლორს წარმოაჩენს. ღია ცის ქვეშ მოგზაურობის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ისეთ აქტივობებში, როგორიცაა ცხენოსნობა, საფეხმავლო ტურები და თხილამურებით სრიალი, დატკბნენ თვალწარმტაცი პეიზაჟებით, რომლებსაც სვანეთი სთავაზობს შესაბამისი უსაფრთხოებისა და სამაშველო ღონისძიებებით. ამ რეკომენდაციების განხორციელებით და „მასპინძლებისა და სტუმრების“ ურთიერთობის ხაზგასმით, სვანეთი შეეცდება უზრუნველყოს განსაკუთრებული და დაუვიწყარი სტუმართმოყვარეობის გამოცდილება თითოეული ვიზიტორისთვის.