სტრატეგიული მიზნები
სტრატეგიული ხედვა განსაზღვრავს სტრატეგიული მიზნებს და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ქმედებებს დროის იმ პერიოდში, რომლისთვისაც სტრატეგიული გეგმა არის შემუშავებული( იგულისხმება ხუთწლიანი პერიოდი).
მიზნები და ქმედებები განსაზღვრავენ განვითარებისათვის საჭირო თანმიმდევრულ აქტივობებს, გადაწყვეტილებების ეფექტურ მიღებას და კოორდინირებულ ქმედებებს.
წარმოდგენილი განვითარების ხედვა, სტრატეგიული მიზნები და ქმედებების თანმიმდევრობა შემუშავებულია განვითარების პრიორიტეტებისა და ერთიანი გააზრებული ხედვის შესაბამისად და ეფუძნება დავალების პირველ ეტაპზე განხორციელებულ კვლევასა და ანალიზს, ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებსა და საჯარო სერვისებთან წვდომას, ტურიზმის დარგობრივი ექსპერტების მოსაზრებებს, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების რჩევებსა და გამოცდილებას, მსოფლიოში მიმდინარე მარკეტინგულ ტენდენციებსა და ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
სტრატეგიის შემდგომი ეტაპი წარმოადგენს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად საჭირო კონკრეტულ ქმედებებს, რაც უნდა განხორციელდეს დაინტერესებული მხარეებთან შეთანხმებებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით, სხვადასხვა დონორი პროგრამებისა თუ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების მეშვეობით. სტრატეგიული ამოცანები და ქმედებები განისაზღვრება კონკრეტული ადგილის საჭიროებებითა და განვითარების შესაძლებლობებით, რაც უკავშირდება ინფრასტრუქტურას, საჯარო სერვისების წვდომას, ტურისტული პროდუქტის ტიპოლოგიას, მარკეტინგულ შესაძლებლობებს, დასაქმებულთა კვალიფიკაციას, ინდუსტრიასა და საჯარო სექტორის თანამშრომლობას, თავად ტურისტული ადგილის ბრენდირებასა და პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.
სვანეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს შემუშავდეს ქმედებათა გააზრებული, რეალისტური და ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვი, რათა სვანეთის რეგიონი გახდეს ცნობადი და კონკურენტუნარიანი მსოფლიოში, როგორც ზამთრისა და ზაფხულის დაუვიწყარი სათავგადასავლო მოგზაურობის მასპინძელი.
სტრატეგიის სანავიგაციო ინსტრუმენტი
ქვემოთ მოყვანილ შემაჯამებელ ცხრილში წარმოდგენილია 5 სტრატეგიული მიზანი და 42 სპეციფიკური ქმედება, რომელთა დეტალური აღწერა, მიზნობრიობა და მონიტორინგის ინდიკატორები წარმოდგენილია დოკუმენტის მომდევნო ნაწილში ცხრილების სახით: