top of page
Copy of DJI_0400.JPG

როგორ გამოვიყენოთ დოკუმენტი

სვანეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის  მიზანია ჩამოყალიბდეს და შეთანხმდეს განვითარების ხედვა, სტრატეგიული მიზნები და რეალისტური სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს კონკრეტულ ინიციატივებსა და ქმედებებს რეგიონში ტურისტული საქმიანობის მდგრადი გენვითარების მიზნით. დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და წარმოადგენს გზამკვლევს დაინტერესებული მხარეებისთვის. სამოქმედო გეგმა კი არის დინამიური დოკუმენტს, რომელშიც უნდა აისახოს დასრულებული, მიმდინარე და მომავალში დაგეგმილი აქტივობები და შესაძლებელი უნდა იყოს  შედეგების შეფასება ავტორიზებული ორგანიზაციისა თუ დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.

მუნიციპალიტეტი და სხვა საჯარო სტრუქტურები

გამოიყენეთ დოკუმენტი, რათა ადგილობრივი/რეგიონალური განვითარების პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგულაციები თანხვედრაში იყოს ტურიზმის განვითარების მიზნებთან. ითანამშრომლეთ დაინტერესებულ მხარეებთან ძირითადი ინიციატივების განსახორციელებლად, როგორიცაა საჯარო სერვისებთან წვდომა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სატრანსპორტო მომსახურება, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, სოცილური გარემოს გაჯანსაღება, პროფესიული/დარგობრივი განათლება, ტურისტულ ზონებში მოგზაურობის უსაფრთხოება და სხვა.

დონორი ორგანიზაციები 

გამოიყენეთ დოკუმენტი, როგორც ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერის გზამკვლევი ცალკეული სტრატეგიული ამოცანების სამოქმედო გეგმების განსახირციელებლად, რათა მაქსიმალურად გაზარდოს დონორთა მიერ დაფინანსებული პროექტების ეფქტურობა. 

კერძო სექტორი

გამოიყენეთ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ტურიზმის ინდუსტრიაში ბიზნეს შესაძლებლობებისა და საინვესტიციო პერსპექტივების გამოსავლენად. შეუსაბამეთ პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებები სტრატეგიული გეგმის რეკომენდაციებს (სამოქმედო გეგმა და ინდიკატორები). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს საქმიანობის მდგრადობა, თავსებადობა სტრატეგიულ პრიორიტეტებთან და ავთენტურ გამოცდილებასთან.

სვანეთის DMO

გამოიყენეთ დოკუმენტი სვანეთის ბრენდინგისა და მარკეტინგული ძალისხმევის გასაძლიერებლად. ფოკუსირდით მარკეტინგული კამპანიების კოორდინაციაზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის თემატური ტრენინგების მიწოდებაზე, მომსახურების სტანდარტების გაზრდაზე და საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობაზე სვანეთში  სტუმარ-მასპინძლობისა ინდუსტრიისა და ვიზიტორთა სამოგზაურო გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფები

გამოიყენეთ დოკუმენტი ადგილობრივი ინიციატივების  წარმოსაჩენად, რომელიც შესაბამისობაში იქნება ტურიზმის განვითარების სტრატეგიასთან. წაახალისეთ საზოგადოების ჩართულობა ისეთ აქტივობებში, როგორიცაა კულტურული ფესტივალები, ისტორიული გარემოს ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენება, ეკოტურისტული პროექტები და საგანმანათლებლო პროგრამები. შეასრულეთ აქტიური როლი სტრატეგიის განხორციელებაში დაინტერესებულ მხარეებსა და საზოგადოებაში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის გზით.

Copy of DSC00541.jpg
bottom of page